11:22, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თინათინ ხიდაშელი: „ვენეციის კომისიის შეფასებებს ხელისუფლება საზოგადოებას არასწორად უთარგმნის“

06.12.2011

ინტერპრესნიუსი

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო კოდექსის შეფასებების პირველადი პროექტის დებულებების არასწორად მიწოდებაში ადანაშაულებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა, ორი დღის წინ გააკეთა განცხადება, სადაც საუბარობს იმის შესახებ, რომ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო კოდექსის შეფასებების პირველად პროექტში მოწონებული და დადასტურებულია ხელისუფლების პოზიციები.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნაციონალურმა ტელეარხებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და საქართველოს მოსახლეობამ ტელევიზიით ხელისუფლების მორიგი პროპაგანდისტული მასალა იხილა.

„შესაბამისად, ვაქვეყნებთ ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა იმ დებულებას, რომლის შესახებაც ხელისუფლება საუბრობდა და რომელსაც სინამდვილეში, არაფერი საერთო არ აქვს მოწონებასა და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასებთან“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განცხადებით, ყველა პრინციპული საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში სადავოდ არის მიჩნეული „რესპუბლიკელების“, სხვა ოპოზიციური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, ასევე პრობლემურად ეჩვენება ვენეციის კომისიას და ითხოვს მათ შეცვლას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

„ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოქვეყნებული კომენტარები ვენეციის კომისიის იმ დებულებებზე, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა საზოგადოებას საპირისპირო რაკურსით გააცნეს:

1. საარჩევნო კოდექსის ცვლილებებით, საარჩევნო უფლებების ძირითადი პრინციპი - ხმების თანასწორობა, ვერ იქნება გარანტირებული.

2. კოდექსის პროექტი არ იძლევა ზუსტ კრიტერიუმებს მაჟორიტარული ოლქების ფორმირებისთვის, არ მოითხოვს საარჩევნო ოლქებში ამომრჩევეთა რაოდენობის თანაბრობას და შესაბამისად, არღვევს ამომრჩეველთა თანასწორობის პრინციპს;

3. ვენეციის კომისია ცალსახად აცხადებს, რომ ქვეყნის სპეციფიკიდან და ამომრჩევლის ხმების თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საარჩევნო სისტემა უნდა გადაიხედოს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის;

4. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ცხოვრების ცენზი, რომელიც მოთხოვნილია კანონმდებლობით არაადეკვატურად მაღალია. ამასთანავე, ეჭვს გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ როდესაც საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის შემოთავაზებული პროექტით ვადები განახევრებულია, გაუგებარია, რატომ არ შეეხო ეს განახევრება აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებს, როდესაც დღეს დღის წესრიგში სწორედ საპარლამენტო არჩევნებია.

5. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიის წევრების დამოუკიდებლობა პრინციპების დონეზე გარანტირებულია, ეს გარანტიები რეალობად უნდა იქცეს და კომისიის წევრები რეალურად ხელმძღვანელობდნენ ამ სტანდარტებით. შესაბამისად, მოითხოვს, პროექტით დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის მეტი მექანიზმები იყოს შემუშავებული; ამასთანავე, აკრიტიკებს ხელისუფლებას:

6. ცვლილებისთვის, რომელიც უაღრესად ფართოდ და გაუგებრად განმარტებული "დისციპლინური გადაცდომისათვის" კომისიის წევრის გათავისუფლების შესაძლებლობას ქმნის.

7. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ხელისუფლებას საარჩევნო სიების შესახებაც და განსაკუთრებით გამოყოფს იმ ფაქტს, რომ შესაძლებობა არსებობს პირადობის მოწმობაში მისამართის არსებობის გარეშე მისცეს ადამიანმა ხმა, რაც შეუძლებელს ხდის მის იდენტიფიცირებას კონკრეტულ უბანთან. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც ახალ პირადობის მოწმობებში პრობლემა კიდევ უფრო დამძიმებულია.

8. ვენეციის კომისია მოითხოვს, რომ საარჩევნო სიები სრულად იყოს ხელმისაწვდომი საოლქო კომისიებში და გამოიფინოს საჯაროდ შემოწმებისთვის ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი ფორმით;

9. დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე აკრიტიკებს ვენეციის კომისია ხელისუფლებას და ითხოვს, რომ 2-წლიანი ვადა, რომელიც გათვალისწინებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, შემცირდეს;

10. ვენეციის კომისია მიმართავს ხელისუფლებას, რომ კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომელიც ცალსახად დაადგენს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას ჰქონდეს საარჩევნო დოკუმენტაციის ასლის მიღების შესაძლებლობა, მათ შორის, ოქმების.

11. ვენეციის კომისია კატეგორიულად მოითხოვს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვაზე კოდექსში კონკრეტული და ნათელი დებულებების შეტანას. მაგალითად, სახელმწიფო შენობა-ნაგებობების, კომუნიკაციის საშუალებებისა და მანქანების თანაბარი გამოყენების შესახებ; ამასთანავე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა წინა არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იყო სერიოზული პრობლემა და ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორისმოშლილი იყო.

12. ვენეციის კომისია ასევე აკრიტიკებს ხელისუფლებას თანამდებობის პირებისთვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების უფლების დატოვებისათვის, განსაკურებით, მერებისა და გუბერნატორების შემთხვევაში;

13. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ იკრძალება საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა, ვინაიდან თვლის, რომ ეს არღვევს მათი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას;

14. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეკრძალებათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, იყენებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ კონკრეტულ ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა პირს უნდა ქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დებატებში, თავისი თავი დაუკავშიროს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულებები;

15. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ არ იკრძალება კამპანია არჩევნების დღეს. ამასთანავე, იხსენებს წინა არჩევნების გამოცდილებას როგორც ნეგატიურს და მიუთითებს ხელისუფლებას, აკრძალოს არჩევნებამდე 24 საათის განმავლობაში ყველა ტიპის აგიტაცია და კამპანია.

16. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ არ არის ნათელი კამპანიის დროს ყველა სუბიექტის თანასწორობა და მოითხოვს, რომ კანონით ცალსახად განისაზღვროს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ყველა სუბიექტს ქონდეს თანაბარი საშუალებები მედიაში გაშუქებისათვის და არა მხოლოდ სპეციალური საარჩევნოპროგრამებისმეშვეობით, არამედ ყველა საინფორმაციო გამოშვებასა და გადაცემაში; ასევე, თანაბარი პირობები სარეკლამო ფასებისკონტექსტში;

17. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ არაადეკვატურია 5-პროცენტიანი ბარიერი პარტიების დაფინანსების მოსაპოვებლად და მის დაწევას ითხოვს;

18. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების დროს პარტიის მიერ საკუთარი რესურსების საარჩევნო ფონდში გადატანა გათავისუფლებულია შეზღუდვებისგან და მოითხოვს გამჭვირვალეობის გაზრდას პარტიის მიერ მიღებულ დაფინანსებასთან მიმართებაშიც, მათ შორის, იურიდიული პირებისაგან.
 
19. არსად კომისიის ამ დასკვნის პროექტში არ არის ნათქვამი, რომ ის მიესალმება იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების აკრძალვას. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კოდექსის „დებულებები უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ ფიზიკურ პირებს მიეცეთ იგივე შენატანის განხორციელების უფლება, რაც იურიდიულ პირებს“.

20. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ გათვალისწინებულია ტექნიკური მიზეზების გამო პარტიის მიერ მოზიდული თანხების დაუყოვნებლივი გადარიცხვა ბიუჯეტში. კომისია აცხადებს, რომ ეს წესი არაპროპორციულია და ზღუდავს საკუთრების უფლებას. შესაბამისად, ითხოვს ამ საკითხის გადაწყვეტის სასამართლოსათვის მინდობას.

21. ვენეციის კომისია აკრიტიკებს ცვლილებებს იმის გამო, რომ სამხედროებისა და პოლიციელების მიერ ხმის მიცემა მუდამ იყო პრობლემური საქართველოში და ხელისუფლება არ ითვალისწინებდა იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისია მუდმივად გამოსცემდა. შესაბამისად, ითხოვს, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს კანონმდებელმა ამ საკითხში, რათა მათი მხრიდან საარჩევნო უფლების თავისუფალი განხორციელება არ გახდეს მუდმივი წინააღმდეგობის მიზეზი.

ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ვენეციის კომისიის დასკვნის პირველადი პროექტი იხილოს რესპუბლიკური პარტიის ვებგვერდზე www.republicans.ge.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Laneta
2011-12-21 21:50
It's wodnefrul to have you on our side, haha!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC