კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭორვილას სკოლის დირექტორი ივანიშვილის სადღეგრძელოს გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

6 დეკემბერი, 2011

საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილას სკოლის დირექტორი ნუკრი გოგატიშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„პირველის“ წყაროს ინფორმაციით, გოგატიშვილმა ერთ-ერთ სუფრაზე ივანიშვლის სადღეგრძელო დალია, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა.

გარდა ამისა, როგორც წყარო აცხადებს, საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს მოუწოდებს, ივანიშვილის მიერ გამოყოფილ ყოველთვიურ დახმარებაზე ნებაყოფლობით უარი თქვან.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დახმარებას სოფელ ჭორვილაში დღემდე ღებულობენ, მათ შორის - სახელმწიფო მოხელეთა ოჯახების ახლობლებიც.

როგორც „პირველს“ თავად ცერცვაძემ განუცხადა, ის „მსგავს ჭორებზე კომენტარს არ აკეთებს“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები