კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ქართველებიც დააკავეს

7 დეკემბერი, 2011

მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დაკავებულთა შორის ორი ქართველიც აღმოჩნდა.

ინტერნეტპორტალ კასპაროვ.რუ-ს ინფორმაციით, ბასმანის სასამართლოში დაკავებულთა საქმეებს მოსამართლე მარია მოსკალენკო იხილავს. დაკავებულებს 10-დან 15 დღემდე თავისუფლების ადმინისტრაციული წესით აღკვეთა ესჯებათ.

კასპაროვ.რუ-ს კორესპოდენტის ინდფორმაციით, სასამართლოსთან დაკავებულებით სავსე რამდენიმე ავტობუსი დგას. მისივე ინფორმაციით, 10-დან 15 დღემდე თავისუფლების ადმინისტრაციული წესით აღკვეთა უკვე მიუსაჯეს სერგეი ვლასოვს, პავლე პაეხომენკოს, ვიტალი აფაქიძეს, გეორგი ჯალაღონიასა და ეგორ სარგსიანს.

როგორც ინტერნეტპორტალი იუწყება, სასამართლოზე ჩვენებებს მხოლოდ პოლიციელები იძლევიან. მოამართლე ადვოკატების არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. ამასთან, სასამართლოში დაკავებულთა მხარდასაჭერად 100-მდე მოქალაქე მივიდა.

მოსკოვში საპროტესტო აქცია წუხელ გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სათათბიროს არჩევნების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც „ედინაია რასიამ“ გაიმარჯვა. სულ დაკავებულია 600-მდე ადამიანი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები