კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სემინარი სამხედრო, უშიშროების და პოლიციის აღჭურვილობის გამოყენების თემაზე

8 დეკემბერი, 2011

6 დეკემბერს სასტუმრო „ძველ მეტეხში“ ომეგას კვლევის ფონდმა ჩაატარა სემინარი თემაზე: სამხედრო, უშიშროებისა და პოლიციის აღჭურვილობის გამოყენების მონიტორინგი და გამოძიება.

სემინარზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის რეზინისა და პლასტიკური ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური იარაღი, ხალხის დარბევის საშუალებები, რომლებსაც იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები დემონსტრაციებისა და მიტინგების დაშლისას.

ეს იარაღები შეიძლება პირდაპირ მთავრობის შეკვეთით აწაარმოოს მწარმოებელმა.

ასევე წარმოდგენილი იყო მასობრივი დაპატიმრებისთვის საჭირო ხელბორკილები და სხვადასხვა სახის იარაღები.

სემინარზე ნაჩვენები ზოგიერთი იარაღი საქართველოშიც გავრცელებულია. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები, ძირითადად, მომარაგებულია ამერიკული იარაღით.

სემინარზე წარმოადგინეს და განიხილეს ისეთი იარაღები, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს გამოიყენეს მიტინგის დარბევის დროს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მათ შორის იყო რეზინის ტყვიები, რომლის გასროლის შემდეგ იგი სხვადასხვა ფერის ნივთიერებებს ღვრის. სპეციფიკური სითხე ტყვიის თავშია ჩასხმული და  შეიცავს გამაღიზიანებელ ნივთიერებებს. სემინარის წამყვანების ცნობით, ეს ტყვიებიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წლის მიტინგის დარბევისას.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები