კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტოლერანტმა“ მაჰმადიანი მესხების პრობლემები კლიპებში ასახა

8 დეკემბერი, 2011

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაციამ, „ტოლერანტმა“ ჰუმანიტარული დახმარებებისა და  პრევენციის თემაზე კლიპები გადაიღო. კლიპები რეჟისორმა მარინე გერმანიშვილმა ქართულ, ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზეა გადაიღო. 

„ტოლერანტის“ კლიპებში ყურადღება გამახვილებულია საქართველოდან დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების მნიშვნელოვან პრობლემებზე.

საქართველოს პარლამენტმა 2007 წელს მიიღო კანონი „რეპატრიაციის შესახებ“, რომელიც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, დეპორტირებულ მესხებს უფლებას აძლევს, დაუბრუნდენ თავიანთ მიწა-წყალს. თუმცა, ისინი ვერ იღებენ  საქართველოს მოქალაქეობას, რაც თავის მხრივ, მათ სხვადასხვა პრობლემას უქმნის. მაგალითად: ვერ ყიდულობენ საცხოვრებელ სახლს, რადგან ვერ ახერხებენ მის გაფორმებას; ვერ ინიშნავენ და ვერ იღებენ პესიას; სკოლის მოსწავლეები ვერ იღებენ ატესტატებს სკოლის დამთავრების შემდეგ.

მაჰმადიანი მესხების სწორედ ეს პრობლემებია ნაჩვენები სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ მომზადებულ კლიპებში.

ასოციაციამ კლიპების პრეზენტაცია 30 ნოემბერს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ უნივერსიტეტში გამართა. კლიპები მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის  (რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, „თვითრეპატრიაციის“ პრევენცია) ფარგლებში.

უახლოეს მომავალში ამავე თემაზე ვრცელი ფილმის გადაღება იგეგმება.

მარიამ ხურციძე

ახალი ამბები