გიწვევთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „კამპანია ბოდიში“ პრეზენტაციაზე. ფილმის რეჟისორია გიორგი ჯანელიძე.
ფილმის ჩვენება გაიმართება 16 დეკემბერს, პარასკევს, 3 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში.
მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქუჩა 38.
კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო.
კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები, რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.
უფრო ვრცლად ნახეთ საიტი: www.apsni.org
ფილმი წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით და ასევე ატვირთული იქნება ვიდეოპორტალზე www.hridc.tv