კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ჩავარდა აშშ-ის სენატში რეზოლუცია საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარების შესახებ

9 დეკემბერი, 2011

ჯოშუა კუცერა, eurasianet.org

ამერიკელი სენატორი ცდილობდა ლობირება გაეწია საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის, მაგრამ ეს ძალისხმევა ჩაიშალა.

ფრაგმენტი The Daily Caller-ში გამოქვეყნებული სტატიიდან: „გასულ კვირას, იმ დროს, როცა სენატორთა უმრავლესობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე, ომის დაფინანსებასა და ამერიკელების საკონსტიტუციო თავისუფლებებზე იყო კონცენტრირებული, სენატორი მარკო რუბიო (რესპუბლიკელი ფლორიდიდან), როგორც ჩანს, უფრო უცხო ქვეყნის ბედზე წუხდა.

ის ცდილობდა, კულუარებში ისეთი კენჭისყრის ჩატარებაზე დაეთანხმებინა სენატის წევრები, რომელიც დააჩქარებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. გამარტივებულ პროცედურას, რომლის მეშვეობითაც უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, ერთსულოვანი თანხმობა ეწოდება. თუმცა, გადაწყვეტილება არ მიიღეს, რადგან სენატორმა რენდ პოლმა ეს მცდელობა მარტომ აღკვეთა.

ეს ტრივიალური საკითხი არ გეგონოთ. არ შეცდეთ: საქართველოს ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს, ამიტომაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობა საჯარო დებატების საგანი უნდა გახდეს. რუბიოს მცდელობა, ყოველგვარი დებატებისა და კენჭისყრის გარეშე, საკითხი ერთსულოვანი თანხმობით გადაეწყვიტა, უკიდურესად საეჭვოა და სენატორის გონიერებას ეჭვის ქვეშ აყენებს“.

The American Spectator დამატებით დეტალებს გვთავაზობს:

„რეზოლუცია პრეზიდენტს მოუწოდებდა ისეთ დიპლომატიურ ძალისხმევას ჩასდგომოდა სათავეში, რომელიც ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას უზრუნველყოფდა“, – განმარტა რუბიოს სპიკერმა წერილში“.

რუბიო და პოლი ახალბედა სენატორები არიან. ისინი 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკური კურსის ორ პოლუსს წარმოადგენენ: რუბიო ამერიკის ძალისმიერი განსაკუთრებულობის იდეის მომხრეა, ხოლო პოლი იზოლაციონიზმისა და მცირე მთავრობის. (ჯეკ ჰანტერი, რომელმაც Daily Caller-ისთვის დაწერა სტატია, რონ პოლის მამის, რენდ პოლის საპრეზიდენტო კამპანიის ოფიციალური ბლოგერია).

დენიელ ლარისონს, შესაძლოა, სრულიად მართებულად, მიაჩნია, რომ რუბიოს ნაბიჯი რუსეთის სიმბოლურ გაღიზიანებას ისახავდა მიზნად, რადგან რეზოლუციის მიღების შემთხვევაშიც კი ის შედეგს ვერ გამოიღებდა: „საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალისხმევა, არა მხოლოდ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს გაამწვავებს, რაც შეიძლება რუბიოს სურს კიდეც, არამედ აუცილებლად გაამძაფრებს დაძაბულობას საქართველოსა და რუსეთს შორის და კონფლიქტის ახალ რაუნდს დააჩქარებს. ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს და ის მხარდაჭერა, რომელიც ბუშის ადმინისტრაციის მმართველობისას ჰქონდა საქართველოს აშშ-ს მხრიდან, მისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდა“.

„მაგრამ რუბიოს დოკუმენტს, მიღების შემთხვევაშიც, დიდი შედეგი არ ექნებოდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც საქართველო არ მიიღეს ნატოში, ის არის, რომ წამყვან ევროპულ მთავრობებს არ აინტერესებთ ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების გავრცელება ასეთ ღარიბ და დანაწევრებულ ქვეყანაზე“.

საინტერესოა ისიც, რომ რუბიოს რეზოლუცია საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას ისახავდა მიზნად, ანუ იმას, რაც 2008 წელს დღის წესრიგიდან მოიხსნა ნატო-საქართველოს საბჭოს სასარგებლოდ. მას შემდეგ სამოქმედო გეგმაზე ბევრს აღარც ლაპარაკობენ და თავის საჯარო გამოსვლებში ამას, თითქოს, თვით საქართველოს მთავრობაც კი ეთანხმება.

საინტერესოა, საქართველოს ლობისტები კულუარებში ისევ განაგრძობენ სამოქმედო გეგმის ლობირებას? თუ რუბიო ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივით ურჩობს? იმის გამო, რომ, როგორც ჩანს, აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება, ერთი კითხვა მებადება – ხომ არ არის ეს ის თემა, რომელსაც მომავალი წლის არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი წინ წამოსწევს?

ორიგინალი

ქართული თარგმანი: foreignpress.ge

ახალი ამბები