კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ალექსანდრე ანქვაბი სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალების გაცემას არ აპირებს

9 დეკემბერი, 2011

სოხუმის რეჟიმის ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი სოჭის ოლიმპიადისთვის სამშენებლო მასალების გაცემას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა სოჭის ოლიმპიადის ობიექტების მშენებლობებისთვის ინერტულ მასალებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გასცემს. სეპარატისტული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, მაქსიმუმ, რისი იმედიც მოსკოვს უნდა ჰქონდეს, 2 მლნ კუბამეტრი ინერტული მასალაა.

მისი თქმით, მასალების მოპოვება აფხაზეთის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო გზით, მხოლოდ მდინარე კოდორიდან შეიძლება.

„დაანარჩენი მდინარეების ამ მიზნით გამოყენებას ეკოლოგები ეწინააღმდეგებიან. ვერ დავუშვებთ, რომ მდინარეები ფსოუ, ბზიფი და გუმისთა საწარმო ობიექტები გახდნენ“, - განაცხადა ანქვებმა და დასძინა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებაზეც შეზღუდვებს დააწესებს.

„მასალების ტრანსპორტირებას საავტომობილო გზებით ვერ დავუშვებთ, რადგან გზის საფარი დაზიანდება. შეუძლიათ ტვირთი ზღვით და რკინიგზის საშუალებით გადაზიდონ“, - განაცხადა ანქვაბმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები