კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთის გამგეობამ თანამშრომლების პრემიებზე წელს უკვე 210 000 ლარი დახარჯა

12 დეკემბერი, 2011

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და გამგეობის სამსახურებში სულ 228 ადამიანია დასაქმებული. მათ ხელფასზე თვეში 84 735, ხოლო წელიწადში 1 016 820 ლარი იხარჯება. მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე თანამშრომლების მუშაობით კმაყოფილია და ყველა მათგანს კვარტალში ერთხელ პრემიას უწერს.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალჩინოსნების - გამგებლის, მისი მოადგილეებისა და თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება  თვეში 5 960 ლარია. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ აბაშიძე ხელფასის სახით თვეში 2 360 ლარს იღებს, ხოლო მისი მოადგილეები თამაზ ცოფურაშვილი, ზაზა ალიბეგაშვილი და ნიკოლოზ კიკნაველიძე  - 900-900 ლარს. გამგებლის თანაშემწეების, ვარა ფრიდონაშვილისა და გიორგი მაჩხანელის თვიური ანაზღაურება 450-450 ლარია.
 
მცხეთის გამგეობის და გამგეობის სამსახურების თანამშრომლები ხელფასის გარდა პრემიებსაც იღებენ. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, იოსებ ლეგენდარაშვილმა განუცხადა, გამგეობის  და გამგეობის სამსახურების ყველა თანამშრომელი კვარტალში ერთხელ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიას იღებს. კვარტალური პრემიის ფონდი  70 ათასი ლარია, რაც წელიწადში 280 ათას ლარს შეადგენს.
 
„ბიუჯეტი გვაძლევდა პრემიების გაცემის შესაძლებლობას. მე ჩემი თანამშრომლებით კმაყოფილი ვარ. ისინი ხალხს პატიოსნად ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად კარგად ვერ მუშაობს. შეიძლება, ზოგიერთი თანამშრომელი პრემიას საერთოდ არ იმსახურებდეს.  მაგრამ, მარტო 5-10 კაცს რომ მისცე პრემია, ამან შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ ყველას ვაძლევთ. 2012 წლიდან პრემიების გაცემას აღარ ვგეგმავთ. ამ თანხას  სოცილაურ დახმარებებსა და სხვადასხვა სამუშაოებზე გადავამისამართებთ. გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ. პრემიების გაცემის თაობაზე საკრებულო იმსჯელებს და ერთობლივად გადავწყვეტთ,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ანდრო კალანდაძემ.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები