კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგამოძიებო სამსახურმა გლეხებს, რომლებმაც ყურძნის ფული ვერ მიიღეს, გამოძიების დაწყებაზე უარი უთხრა

14 დეკემბერი, 2011

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველომ უარი თქვა გამოძიება დაეწყო შპს „ღრუბელის“ მიერ გურჯაანის რაიონის სოფლებში მცხოვრები გლეხებისთვის ყურძნის ფულის გადაუხდელობის და თაღლითურად მოტყუების ფაქტზე.

22-მა მევენახემ შპს „ღრუბელს“ ე. წ. უწამლი და კაბერნეს ჯიშის ყურძენი 2008 წელს, ზეგაანის და მუკუზნის ღვინის ქარხნებში ჩააბარა. მათ დავალიანების დაფარვა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა - უშედეგოდ, რის შემდეგაც გლეხებმა საჩივრით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.

„შპს „ღრუბელთან“ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები სადაო საკითხის გადასაწყვეტად მიმართავენ სასამართლოს. განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არის სასამართლოში სამოქალაქო წესით დავის საგანი, რის გამოც მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს“, - აღნიშნავს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს უფროსი ხუტა პაჭკორია.

მევენახეებმა სასამართლოს 3 თვის წინ მიმართეს, თუმცა, სასამართლოს საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები