კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიციას „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია ექნება

14 დეკემბერი, 2011

12 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისში კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები სახალხო დამცველ გიორგიტუღუშს შეხვდნენ. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა ომბუდსმენს დეტალურად გააცნეს თბილისის მერიის მიერ წამოწყებული პროექტის - „1000 ჯიხურის“ შედეგად პრესის წინაშე წამოჭრილი პრობლემები და ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

კოალიციის წევრებმა, აგრეთვე, საქმის კურსში ჩააყენეს სახალხო დამცველი, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებენ საკუთარი საქმიანობის წარმართვას და როგორ აპირებენ ომბუდსმენის ოფისთან თანამშრომლობას.

როგორც გიორგი ტუღუშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა,  ამგვარი შეხვედრები ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. „საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები,  რომ  არ დარჩეს უყურადღებოდ არც ერთი უფლებადარღვეული და თითოეულ უფლებადარღვევას მოყვეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადტუღუშმა.

მისივე თქმით, იგი  „არჩევნის თავისუფლებისათვის“  წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხზე იმუშავებს. „კოალიციის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დარღვევის რამდენიმე ფაქტის შესახებ მომახსენეს, რომელთაგან ნაწილი ჩემთვის ისედაც ცნობილი იყო. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, რაზეც კოალიციის წევრებმა ყურადღების გამახვილება მთხოვეს. გარდა ამისა, შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვექნება. კოალიციის წევრები სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაციას მიაწვდიან და რიგ საკითხებზე, იქნება ეს საკანონმდებლო თუ სხვა კონკრეტული ინიციატივები, ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს ყველაფერი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება,“- განაცხადატუღუშმა.

შეხვედრაზე კოალიციის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა  თბილისის მასშტაბით პრესის ჯიხურების აღებაზეც ისაუბრეს.

„აუცილებელია შეფასდეს, რეალურად რა ზიანი მიადგა ამ ეტაპზე პრესის გავრცელებას. თბილისში დაწყებულია გარკვეული ჯიხურების დემონტაჟი და მათ ადგილზე ახალი ჯიხურების ჩადგმა. კოალიციის წევრები დამპირდნენ, რომ  ისინი დეტალურ ინფორმაციას მომაწვდიან იმის შესახებ, თუ რა ზიანი მიადგა ამ ეტაპზე პრესის გავრცელებას და რა მდგომარეობაა გაზეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით. დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ბეჭდურ მედიაზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ომბუდსმენთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“

ახალი ამბები