კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კამპანია ბოდიში“ - დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

„კამპანია ბოდიში“ - დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

ხვალ, 16 დეკემბერს, 15:00 საათზე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისში გიწვევთ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „კამპანია ბოდიში“ პრეზენტაციაზე. ფილმის რეჟისორია გიორგი ჯანელიძე.

კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო.

კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები,  რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.

უფრო ვრცლად ნახეთ საიტი: www.apsni.org  

ფილმი წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით და ასევე ატვირთული იქნება ვიდეოპორტალზე www.hridc.tv

მისამართი: ქ. თბილისი, ზოვრეთის ქუჩა 38. ჰაინრიხ ბიოლის ფონდი