კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ საგანგებო პრესკონფერენცია

15 დეკემბერი, 2011

მარიამ ხურციძე

15 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისათვის“  საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

კოალიციამ წარმოადგინა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების საკუთარი ანალიზი, რომელშიც ასახულია მედიის პრობლემები და აღნუსხულია წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა ქართული პოლიტიკის ახალი სუბიექტის - ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის, ასევე - მისი თანამოაზრეებისა და ახლობლების დევნისა და შევიწროების ფაქტებს. დოკუმენტში ასევე, ასახულია სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით ადამიანების განთავისუფლების მავნე პრაქტიკა. მედიის პრობლემების ანალიზის ნაწილში  განხილულია თბილისში პრესის ჯიხურების მასობრივად აღების, ასევე - ჟურნალისტების შევიწროებისა და ხელშეშლის ფაქტები.

„საქართველოში მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ რჩება. 2011 წლის 17 ნოემბერს დაფუძნდა კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, რომელშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ექსპერტია გაერთიანებული. კოალიციაში გაწევრიანებული ორგანიზაციების აზრით, საარჩევნო გარემოს მონიტორინგი უნდა დაიწყოს ახლა და არა არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ“, - ნათქვამია კოალიციის დამფუძნებელთა ერთობლივ განცხადებაში.

ჟურნალისტებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ადამიანის უფლებათა ცენრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა გააცნო. საჯარო სამსახურებიდან მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისა და მედიის დევნა-შევიწროების ფაქტებზე კი საქართველოს მედიაკლუბის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა ია მამალაძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები. დოკუმენტი რომელიც პრესკონფერენციაზე გავრცელდა ქართულ და ინგლისურ ენებზე, უახლოეს დღეებში მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს სახალხო დამცველს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს.

მედიის პრობლემების ანალიზი და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ასევე შეგიძლიათ ნახოთ humanrights.ge-ზე.

ახალი ამბები