კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

21 დეკემბერი, 2011

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან მედიის წარმომადგენლებმა პრესის გავრცელების ჯიხურების აღება და „მაესტროსთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

როგორც საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარემ, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, თბილისში პრესის გავრცელების ყველა ჯიხური აიღეს, რაც უმსგავსობა და გაუგონარი საქციელია.

„ჩვენ მოვედით რეზიდენციასთან, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა – პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას! ისევე, როგორც ეს გუშინ პრესის ფურცლებზე ვუთხარით. ჯიხურების აღება გაზეთებსა და მათ ტირაჟებს უკვე სერიოზულად დაეტყო. გარდა იმისა, რომ პრესის ჯიხურების აღების ამ გადაწყვეტილებით გააკოტრეს გამავრცელებელი კომპანიები, პრესას ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნეს“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ამასთან, აქციის მონაწილეები ერთად შეიკრიბნენ და თეთრი და წითელი ფერის ამკრძალავი ლენტი შემოიხვიეს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა, ლენტს ახვევენ ყველაფერს, რაც არ მუშაობს და სადაც შესვლა საშიშია.
მისივე თქმით, მიიჩნევენ, რომ „მაესტრო“ დღეს ვერ მუშაობს და მის კუთვნილ შენობაში შესვლა საშიშია ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რამხელა შენობაშია მოკალათებული პრეზიდენტი სააკაშვილი მაშინ, როდესაც ჩვენი მედიასაშუალება სამ ოთახშია გამოკეტილი, იმის გამო, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა ძალით და ძალადობით შემოჭრილი ეროსი კიწმარიშვილი იქიდან გამოიყვანოს. ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს კანონიერება – რეესტრში დარეგისტრირებულ კანონიერ დირექტორს, რადიო „მაესტროში“ შეკუჭულ ჟურნალისტებთან ერთად, კუთვნილ შენობაში დაბრუნების საშუალება მიეცეთ“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

მისივე თქმით, მოითხოვენ, დახვდეთ ყველა აპარატურა, რაც შენობაში დატოვეს და სადავო საკითხები სასამართლოში გადაწყდეს.

ამასთან, მედიის წარმომადგენლები მორიგი საპროტესტო აქციის თარიღის შესახებ ინფორმაციას მიმდინარე კვირის განმავლობაში გაავრცელებენ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები