კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმის გამომძიებელი დააკავეს

21 დეკემბერი, 2011

გაზეთ „ბათუმელების“ ცნობით, ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმის გამომძიებელი გელა მახარაძე დაკავებულია. მას ბრალად ედება თაღლითობით სხვისი ქონების მითვისება.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2009 წლის 25 ნოემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, თედო ჯორბენაძეს უცნობი პირი შანტაჟის გზით, აიძულებდა სპეცსამსახურებთან ეთანამშრომლა.სწორედ მახარაძეს ევალებოდა ამ პირის დადგენა, რომელსაც 2011 წლის 20 ნოემბერს თავად „ბათუმელებმა“ მიაკვლია. ის დავით დევნოზაშვილი აღმოჩნდა.

„გამოცემამ დევნოზაშვილის პოვნის ამბავი პირველად სწორედ გელა მახარაძეს აცნობა და დაუყოვნებელი რეაგირება სთხოვა, რასაც გამომძიებელს კანონიც ავალდებულებდა. ამ შეტყობინებაზე გელა მახარაძეს შემდეგი რეაქცია ჰქონდა - „ხვალ წერილობით მომმართეთ“, - ნათქვამია „ბათუმელების“ ცნობაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ გამომძიებელს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

media.ge

ახალი ამბები