კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეძათხევი და ოქრუანი 2 თვეა გარესამყაროსგან მოწყვეტილია

22 დეკემბერი, 2011

დუშეთის რაიონის სოფლები ვეძათხევი და ოქრუანი 2 თვეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეწყერმა ისევ წაიღო.

ვეძათხევი და ოქრუანი დუშეთიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ორივე სოფელში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი და სათიბი მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მეწყერმა მთლიანად დაანგრია, ზოგი კი ახლა ინგრევა და საცხოვრებლად საშიშია.
 
როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ვეძათხევის მკვიდრმა ელისო გოგოჭურმა განუცხადა, უსახლკაროდ დარჩენილებმა ხის ქოხები გააკეთეს და თავს იქ აფარებენ.
 
ვეძათხევში მცხოვრები დავით ინაშვილის თქმით, სოფელში ცხოვრება არ შეიძლება, რადგან მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მეწყერმა შესაძლოა მიწა მთლიანად მოგლიჯოს და ქოხებიც და ხალხიც დამარხოს.
 
მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა მოსახლეობას მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებისთვის კომენტარების მიცემის გამო სასტიკად უსაყვედურეს. სწორედ ამ პერიოდში, უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ვეძათხეველებს, სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარებები შეუწყვიტა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები