კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილი: „უკლებლივ ყველას უნდა გადავუწყვიტოთ კბილების პრობლემა“

22 დეკემბერი, 2011

მიხეილ სააკაშვილი ახალი საპრეზიდენტო პროექტის „ღიმილიანი საქართველოს“ განხორციელების ინიციატივით გამოდის. პრეზიდენტმა ამის შესახებ 21 დეკემბერს ბათუმის სასადილოში  სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებთან  სადილის დროს ისაუბრა.

„უკლებლივ ყველას უნდა გადავუწყვიტოთ კბილების პრობლემა“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, უკვე ამზადებენ კბილის ექიმებს და შესაბამისი თანხებიც მალე გამოიყოფა.

„დავუპლომბოთ, ჩავუსვათ, გავუპრიალოთ ყველას კბილები, რომ კარგ ხასიათზე იყვნენ და სულ იღიმებოდნენ... როცა ადამიანს კბილებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, მუშაობის ხალისი ეკარგება, ღიმილის ხალისი ეკარგება, და საერთოდ, ცხოვრებაზე სხვა წარმოდგენა აქვს“, –  განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე  თქმით, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ სოციალურად დაუცველი ხანდაზმული ადამიანების მომსახურებით დაიწყება  და შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით განხორცილედება.

ტრიბუნა.ge

ახალი ამბები