კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

23 დეკემბერი, 2011

იურისტებისა და მედიის წარმომადგენლების საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. შემუშავებული კანონპროექტის ავტორები ვახტანგ ხმალაძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ელისო ჩაფიძე, სანდრო ბარამიძე და სხვები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრესის ასოციაციის ხელმძღვანელმა და გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტს დღეს შეიტანენ.

„პაკეტი, რომლის პირობითი სახელწოდებაა „მედია და არჩევნები“, ცვლილებების შეტანას რამდენიმე კანონში, მათ შორის საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს. ჩვენ ნოვაციური იდეები შევიმუშავეთ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მონიტორინგი, გამჭვირვალობა, უფასო და ფასიანი რეკლამების საკითხი, ასევე დებატები, რომლის ინსტიტუციონალიზმის ხარისხი უნდა იყოს განსხვავებული“, - აღნიშნა ტუღუშმა.

მაგალითად, მისი განმარტებით, მონიტორინგის მიზნით დამოუკიდებელ ადამიანთა ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც გამოვლენილ დარღვევებზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენს.

„წინა არჩევნებზე რეკლამებთან, ბალანსთან და უამრავ სხვა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დარღვევა იყო, მაგრამ დამკვირვებლის სისტემა არაეფექტურად მუშაობდა. დამკვირვებელს არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა და მისი ხმა არსად აღწევდა. ვფიქრობთ, ეფექტური მონიტორინგის მიზნით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელ ადამინათა ჯგუფი“, - განაცხადა ტუღუშმა.

ამასთან, პრესის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზაციის არსებობაც, რის წინააღმდეგაც გარკვეული რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები