კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს განმარტება - რატომ დაკმაყოფილდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ

28 დეკემბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სასამართლომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
 
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ პრეზიდენტის იმ ბრძანებულების ბათილად ცნობას, რითაც მათ საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონისმიერ საფუძველს, რადგან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას.

ეკატერინა ხვედელიძესთან მიმართებით კი სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს იგი უკვე იყო როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის ფაქტის მოგვიანებით შეტყობა სამართლებრივად ვერ გაუთანაბრდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ეკატერინა ხვედელიძის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ამდენად, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არ შეესაბამება კანონმდებლობას.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მართებულად არ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ინფორმირება და მათი აღნიშნულთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, რადგან ამგვარი ვალდებულება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით არ გააჩნიათ.

საქმის არსებითი განხილვისათვის მოსარჩელეთა (მათი წარმომადგენლების) სათანადოდ მომზადების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების შესაბამისად, 2011 წლის 5 დეკემბერს ჩატარდა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, ხოლო სასამართლოს მთავარი სხდომები ჩატარდა 2011 წლის 12, 20 და 22 დეკემბერს.

თბილისის საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან“.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები