კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დმანისელმა მოქალაქემ პარლამენტის შესასვლელში მჯდომარე აქცია მოაწყო

28 დეკემბერი, 2011

28 დეკემბერს დმანისის რაიონის სოფელ ამამლოდან ჩამოსული ხამბათ სეიდოვი პარლამენტის შენობის შესასვლელში იატაკზე დაჯდა და ვაჟის გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი გალიბ სეიდოვი, რომელიც ავტომანქანების შემკეთებელი იყო, უკრაინაში უკანონოდ დააკავეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

როგორც ხამბათ სეიდოვის საუბრიდან ირკვევა, გალიბ სეიდოვს ბრალს თაღლითობაში სდებენ. თუმცა, თავად ირწმუნება, რომ ის უკანონოდ ისჯება.

„მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის იმედი მაქვს, რომ შვილის გათავისუფლებაში დამეხმარება“, – განაცხადა ხამბათ სეიდოვმა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მაკა გიგაურის თქმით, დავით ბაქრაძის დავალებით ხამბათ სეიდოვს მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებში მისი თანაშემწე მზია ლალიაშვილი პირადად შეხვდება და გაესაუბრება. 

„არსებობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები და ის ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას. თუ მას პარლამენტის თავმჯდომარის თანადგომა სურს, სპიკერს წერილობით უნდა მიმართოს და არა აქციის ფორმით. მას ამ ყველაფერს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე პირადად განუმარტავს“, - აღნიშნა გიგაურმა.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები