კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის საავადმყოფოდან მუშები გამოყარეს

28 დეკემბერი, 2011

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ხარაგაულის გამგეობის თანამშრომლებმა „ქართუ ჯგუფში“ შემავალი ასოციაციია „ატუს“ თანამშრომლებს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში ახლადაშენებული სამედიცინო ცენტრის ტერიტორია დაატოვებინეს და მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

პრესსამდივნოს ცნობით, სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და რამდენიმე დღეში უნდა გაიხსნას. მომხდარი ფაქტი „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა ობიექტზე მომუშავე ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ დასახელება არ ისურვა.

ამ წუთებში დაკავშირება ვერ ხერხდება ხარაგაულის რაიონის გამგებელთან, თორნიკე ავალიშვილთან. მისი მოადგილე ლაშა ნიქაცაძე კი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.

ბორითში მომხდარ ინცდინდენტზე ინფორმაცია არა აქვს იმერეთის ვიცე-გუბერნატორს გიგა შუშანიას. მისი თქმით, მან არ იცის, რა მოტივით და რატომ უნდა შესულიყვნენ ხარაგაულის გამგეობის თანამშრომლები ახლადაშენებულ საავადმყოფოში და რატომ უნდა გამოეყარათ იქიდან მუშები.

ბორითის რწმუნებულმა ჯონი ხაჩიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მან არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა მოხდა ახლადაშენებულ კლინიკაში და ინფორმაციის გადამოწმება ხარაგაულის გამგეობაში გვირჩია.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება ბორითის გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 2 300 000 ლარი. ამ თანხაში შედის მშენებლობაც და სამედიცინო აპარატურით აღჭურვაც. კლინიკას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ (დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი) მიერ გამოყოფილი გრანტით აშენებს „ასოციაცია ატუ“.

როგორც ასოციაციის დირექტორმა, კარლო ლეკვეიშვილმა „ჩემს ხარაგაულს” განუცხადა, კლინიკა ფუნქციონირებას 2012 წლის იანვრიდან დაიწყებს. „ასოციაცია ატუმ“ ბორითში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის აგებამდე, ორი წლის წინ, ანალოგიური ტიპის კლინიკა ააგო ურეკში.

„ნეტგაზეთი“ ადგილზე ცდილობს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები