06:53, Wednesday, 08.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტმა პერსონალური მონაცემების დაცვაზე კანონი დაამტკიცა

29.12.2011

კანონი, რომელიც თან იცავს და თან – ასაჯაროებს

ოთო დალაქიშვილი, დავით ყანჩაშვილი,
ნეტგაზეთი

კანონპროექტი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ პარლამენტმა 28 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე 88 ხმით მესამე მოსმენით ერთუსლოვნად დაამტკიცა.

სესიაზე მესამე მოსმენით ამ საკითხზე შენიშვნები არ ყოფილა.

კანონპროექტის მე-6 მუხლის ნორმა შეეხება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას (მათ შორის გაცემას და გავრცელებას) როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების მიერ.

კანონპროექტის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია „პერსონალური მონაცემი“, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლობასთან. ასევე – ბიომეტრული მონაცემი, რითაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული მახასიათებელი ნიშნებით პირის იდენტიფიკაცია.

პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება მოულოდნელია, რადგან მისი ინიცირება დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, რომლის შემდეგაც პირველი მოსმენით დაამტკიცეს. 

კანონპროექტზე მომზადებული დასკვნის შემდეგ საიას აღარ ჰქონდა ინფორმაცია, აპირებდა თუ არა პარლამენტი ამ კანონის მიღებას.  მისი განხილვა არ იყო გათვალისწინებული პარლამენტის რიგგარეშე სესიების დღის წესრიგში.

პროექტი 27 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღეს, 28 დეკემბერს კი მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცეს.


არავითარი პირადი

იქნება თუ არა დაცული ადამიანების პირადი ცხოვრება საქართველოში  და რა გარანტიები არსებობს იმისათვის, რომ მათი პერსონალური მონაცემები არ გახდება  გარკვეული ნიშნით მათივე დისკრიმინაციის მიზეზი – ეს ის კითხვებია, რომლებიც ისმის იურისტების ნაწილის მხრიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

კანონპროექტი, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – პავლე კუბლაშვილი, ლაშა თორდია და კახაბერ ანჯაფარიძე არიან, ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებას ავალდებულებს, იქ მომუშავე პირების შესახებ შეაგროვოს, დაამუშავოს და გაუგზავნოს პერსონალური მონაცემები ინსპექტორს, რომლის აპარატის შექმნაც ამავე კანონპროექტითაა გათვალისწინებული.

„შესაძლებელია დამქირავებელმა სამსახურში არ მიიღოს პირი მისი სექსუალური ორიენტაციის, დაავადების, ან პოლიტიკური შეხედულების გამო, თან ეს არ იქნება საჯარო და ამაზე ვერ იდავებს“, - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია.

ახალ კანონპროექტში ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან,  რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, მონაცემების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლეობასთან, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებადაა განმარტებული.

კანონპროექტის მეექვსე მუხლი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებს  უშვებს:
თუკი იმ ადამიანმა, ვიზეც მუშავდება პერსონალური მონაცემები, გამოხატა წერილობითი თანხმობა, ან თვითონ გახადა საჯარო, ან მონაცემთა დამუშავება ხდება „კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დაცვის მიზნით“.

მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს ლაშა თორდია ასე განმარტავს: „საბავშვო ბაღს, ან რომელიმე ჯანდაცვის ობიექტს რომ ჰქონდეს ინფორმაცია, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არის თუ არა ადამიანი დაინფიცირებული შიდსის ვირუსით, ან საბავშვო ბაღს რომ ჰქონდეს ინფორმაცია ადმიანის სექსუალური ორიენტაციის შესახებ“.

აქვე ის ამბობს, რომ საჯარო ინტერესი საზოგადოების უფლებებს იცავს და თითოეული მოქალაქის უფლებამდე დადის.

„განსაკუთრებით სენსიტიური თემების შემთხვევაში, ამ მონაცემების დაცვაზეა საუბარი. ეს მონაცემები უნდა იყოს კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებული და არ შეიძლება არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს ვინმემ ეს ინფორმაცია“, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა თორდია.

იურისტი თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ეს კონკრეტული გამონაკლისი შესაძლოა, გახდეს მიზეზი, დამქირავებელმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს დაქირავებული, მისი განსხვავებული პერსონალური მონაცემების გამო.
„მონაცემთა დამუშავება“ კანონპროექტში განმარტებულია, როგორც ინფორმაციის შეგროვება–დამუშავება და გავრცელება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია დამუშავდება და ინსპექტორის პერსონალურ მონაცემთა რეესტრში მოხვდება, იქ შეტანილი ინფორმაცია საჯაროა და შესაძლებელია ამ ინფორმაციის გამოთხოვა.

„როცა კანონი ამბობს, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები შეგიძლია, დაამუშავო, ე.ი. ამით გეუბნება, რომ  შეგიძლია გასცე კიდეც. მონაცემების გაცემის პროცედურები ცალკე თუ არ დარეგულირდა, მაშინ შეიძლება იყოს რისკი, რომ გამჟღავნდეს ეს ინფორმაცია“, – ამბობს თამარ კორძაია.

საქართველოს კონსტიტუცია და ნებისმიერი საერთაშორისო აქტი, რომელიც ადამიანის უფლებებს აღიარებს, დისკრიმინაციის შეზღუდვას გულისსხმობს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტში კონსტიტუციასთან შეუსაბამო დეტალების შესახებ საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ვახუშტი მენაბდე: „თუ ამ კანონპროექტს წავიკითხავთ კონსტიტუციასთან შესაბამისად, კონსტიტუციაში უკვე წერია, რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ეს ინფორმაცია – თუ ეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხება, ან სახელმწიფო უშიშროებას და ა.შ. კონსტიტუცია უკვე ავიწროებს აქ ჩამოყალიბებულ ზოგად ჩანაწერებს. თუმცა არის ზოგიერთი მუხლი, რომელსაც არავითარი განმარტება არ შველის და არის პრობლემური: მაგალითად, მეხუთე მუხლი, სადაც წერია, რომ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია, თუ ეს საჭიროა დამმუშავებლის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობებობის შესასრულებლად“.
მისი თქმით, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა შეიძლება ბევრი პუნქტისგან შედგებოდეს, რომელთაგან, შესაძლოა, ნაწილი ემთხვეოდეს კონსტიტუციას, ნაწილი კი წინააღმდეგობაში მოვიდეს მასთან.

„ამ კანონს უნდა ახლდეს კანონების ცვლილებების პაკეტი, რომ ვიცოდეთ, რომელი კანონის შესაბამისად, რომელმა საჯარო ინტერესმა შეიძლება გადაწონოს ჩემი რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება,“ – ამბობს თამარ კორძაია.

სანამ აღნიშნული კანონპროექტი შევა ძალაში და ამოქმედდება როგორც კანონი, პერსონალურ მონაცემთა დაცვას ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსის 43–ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ, ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სხვადასხვა სახის ჯარიმით – 500 –დან 10 000 ლარამდე და ადმინისტრაციული სახდელით ისჯება. სწორედ ამისთვის შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვას უზრუნველყოფს. ინსპექტორი ინიშნება პრემიერ–მინისტრის მიერ, მის შერჩევაში მონაწილეობს პარლამენტი, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.  ინსპექტორის უფლებამოსილებაა, როგორც კონტროლის გაწევა და რეკომენდაციების მიცემა,  ასევე – პირდაპირი მითითებებისა და გადაწყვეტილებების გამოტანის უფლება. ინსპექტორის მოთხოვნები იმპერატიულია როგორც საჯარო დაწესებულებისთვის,  ისე კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის. ამ კუთხით წარმოქმილი დავა შესაძლოა განხილულ იქნას მხოლოდ  სასამართლოში.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი უკვე განიხილეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებში. კანონპროექტს პარლამენტი უახლოს მომავალში  განიხილავს.

ნეტგაზეთის სტატიები (ორიგინალი):

პარლამენტმა პერსონალური მონაცემების დაცვაზე კანონი დაამტკიცა
 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC