კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს

29 დეკემბერი, 2011

ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ სტუქტურებს მიმართავს თხოვნით, რომ მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საფრანგეთის საელჩოდან გამოსულმა ბიზნესმენმა განაცხადა.

29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიშელ ბარანს შეხვდა და საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით მიმართა.

საელჩოდან გამოსულმა ივანიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ უნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა.

„მე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობა. ახლა ვიწყებ მეორე პროცედურას. დღეს ოფიციალურად დავწერე განაცხადი და უარს ვამბობ საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. განცხადების შემდეგ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ, და არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ უარი მითხრან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მომანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას და შემდეგ ჩამომართმევს საფრანგეთის მოქალაქეობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ბიზნესმენს მხოლოდ სამ შემთხვევაში შეუძლიათ, რომ უარი უთხრან მოქალაქეობის მინიჭებაზე - თუ ის აღიარებული იქნა ტერორისტად, ძებნილად ან საზოგადოებისთვის საფრთხის მომტან პირად.

რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენის პრესსამდვივნომ გაავრცელა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყდა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობას, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი და მოქალაქეობა მხოლოდ ბიზნესმენის მეუღლეს აღუდგა.

პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს შეუწყვიტა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები