კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა დავითაშვილი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

29 დეკემბერი, 2011

„ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს .

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობა დავითაშვილმა განუცხადა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან და ბრძოლას ყველა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მეთოდით განაგრძობენ.

„ეს არის ოპოზიციის აშკარა პოლიტიკური დევნა. ცვლილებები მიმართულია კოალიცია „ქართული ოცნების“ და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს ანტიკონსტიტუციური ნორმაა და ჩვენ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური მეთოდით გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლება პრაქტიკულად აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიებისთვის კონკურენტული პირობები იარსებებს“, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.

პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს აქამდე მიღებული დაუხარჯავი თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში არ ჩაწერილა, რომ ახალ რეგულაციებს „უკუძალა“ აქვს, თუმცა, ერთგვარი უკუძალის მარეგულირებელი ნორმა მაინც დაემატა.

კანონპროექტის საბოლოო და უკვე დამტკიცებულ რედაქციაში ჩაიწერა: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის მიმცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფო საკუთრებაში“.

კანონის ეს ნორმა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონი კი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს.  ამასთან, კანონის ზოგიერთი რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მთავარი პროკურატურის მონაცემებით, პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის პარტიას“ ნოემბერ-დეკემბერში დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს „ბანკი ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვის-21“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ – 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ – 100 000 ლარი, შპს „ქართუ ჯგუფი“ – 100 000 ლარი; შსპ „ქართუ მენეჯმენტი“ – 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსალტინგი პლუსი“ - 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ – 100 000 ლარი, შპს „კოლხეთი“ – 100 000 ლარი;

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები