კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური მიზნით რაიმე ქონების, ფულის თუ დაპირების მიღებისთვის ამომრჩეველს სამწლიანი პატიმრობა დაემუქრება

30 დეკემბერი, 2011

პოლიტიკური მიზნით რაიმე ქონების, ფულის თუ დაპირების მიღებისთვის ამომრჩეველს სამწლიანი პატიმრობა დაემუქრება.

პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული “სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებას პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და “საკანონმდებლო მაცნეს” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კანონში ცვლილებები ძალაში 15 დღეში შევა.

ახალი რეგულაციით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა, თუმცა ეს რეგულაცია, არა მხოლოდ ამომრჩევლის “მომსყიდველებს”, არამედ “მოსყიდულებსაც” ეხებათ.

კერძოდ, ახალი რეგულაციით, ამომრჩევლის მოსყიდვა ნიშნავს პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნა ან მიღება, ან/და კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება.

აღნიშნული ქმედებისთვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

ამ საკითხის განხილვა არასამთავრობო სექტორის მკაცრი კრიტიკის პირობებში მიმდინარეობდა. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს რეგულაცია, ვინ უნდა განსაზღვროს "პოლიტიკური მიზანი" და ის, იყო თუ არა ქონების და/ან დაპირების მიღება ამომრჩევლის მიერ "პოლიტიკური მიზნით და "წინასწარი შეცნობით".

კანონში განმარტებულია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაითვლება, თუ მას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებს − მაისურებს, კეპებს, ქუდებს, დროშებს და სხვა მსგავს ნივთებს გადასცემენ.

ასევე, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო დაპირებისთვის, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები