კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პავლე კუბლაშვილი "უკუძალის" მქონე მუხლში 26/1 მუხლზე მითითებას "საჭიროებით" ხსნის

30 დეკემბერი, 2011

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიების შესახებ ახალი რეგულაციების კანონის იმ მუხლში , რომელიც კანონს ერთგვარ უკუძალას ანიჭებდა, 26/1 მუხლის არსებობას, "საჭიროებით" ხსნის.

აღნიშნულ მუხლში ნათქვამი იყო, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები თანხის გამცემს დაუბრუნონ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში".

რაც შეეხება 26/1 მუხლით განსაზღვრულ პირებს, ესენი არიან ა) იურიდიული პირი თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიული პირი, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ; გ) პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებული პირი, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

დღეს უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ზემოთ აღნიშნული რეგულაცია არ გულისხმობს უკუძალას და პარტიებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. მათივე მტკიცებით, კანონის მოთხოვნა მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ პარტიებს თუ ადრე, ძველი კანონის ნორმების დარღვევით აქვთ დაფინანსება მიღებული, ისინი უნდა მოიყვანონ ძველ კანონთან შესაბამისობაში.

თუმცა, თუ ეს მუხლი მიზნად არ ისახავდა კანონის უკუძალას, რატომ ჩაიწერა მასში მისი 26/1 მუხლით განსაზღვრულ პირებზე გავრცელების ვალდებულება, ამაზე უმრავლესობაში კონკრეტულს არაფერს ამბობენ. კერძოდ, 26/1 მუხლით განსაზღვრული პირები, აქამდე მოქმედ კანონმდებლობაში არ იყვნენ დარეგულირებულნი და შესაბამისად, ისინი ვერც ახალ და ვერც ძველ კანონს დაარღვევდნენ.

ამაზე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ 26/1 მუხლის ჩაწერა შესაბამის ნორმაში "საჭირო" იყო. ხოლო თუ რომელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ამ პირებმა მათი დაფინანსების საკითხები, ამაზე კუბლაშვილი ამბობს, რომ "შესაბამის კანონმდებლობასთან".

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები