კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატამ პირველად „ქართული ოცნების“ კარზე დააკაკუნა

9 იანვარი, 2012

პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ამ დროისთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, „ქართული ოცნებაა“. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ განუცხადა, ასეთი ორგანიზაციების გამოვლენაზე ინტენსიურად მუშაობენ.

„საუბარი არ არის საქველმოქმედო ფონდებზე. საუბარია იმ სუბიექტებზე, რომელთა პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი დადასტურდება პოლიტიკური პარტიების მიზნებთან ან - კონკრეტული პირის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ და საარჩევნო ამოცანებთან. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ასეთი ორგანიზაციების გამოვლენაზე, თუმცა პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც შეტყობინება გაეგზავნა, ეს არის „ქართული ოცნება“. მოტივაცია გახდა მათივე განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი დაინტერესებული არიან პროცესებით, რომელსაც საბოლოო ჯამში შეიძლება გავლენა ჰქონდეს არჩევნებზე“, - აღნიშნა ნათია მოგელაძემ და დასძინა, რომ კონკრეტულ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი, მაგრამ ამ ფონდებს კავშირი არ ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესებთან.
 
„შესაბამისად, ჩვენ არანაირი მოტივაცია არ გვაქვს, კონკრეტული ადამიანის ყველა საქმიანობა გადავამოწმოთ. ყველა ორგანიზაცია ხელაღებით არ შემოწმდება. კონტროლის პალატა მოქმედებს მხოლოდ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აღნიშნა მოგელაძემ.

მისივე თქმით, შემოწმების მთავარი მოტივაცია ის არის, რომ კონტროლის პალატამ სრულად განახორციელოს გამჭვირვალობის პრინციპი, საზოგადოებისთვის ნათელი გახადოს, რას საქმიანობენ პოლიტიკური პარტიები ან მათთან დაკავშირებული ფიზიკური თუ იურიდიული პირები.

როგორც მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, კონტროლის პალატა არასამთავრობო ორგანიზაცია „სუფთა პოლიტიკის“ მიერ გაკეთებული განცხადების (ამ ორგანიზაციამ ეჭვი გამოთქვა, რომ „ალიას“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს) სანდოობასა და რელევანტურობასაც გადაამოწმებს და მისი დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.


ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები