კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება

9 იანვარი, 2012

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება . ამასთან დაკავშირებით ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.

აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა.

ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს. რაც შეეხება სააგენტოს მიერ დასკვნის მომზადებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს, ისინი უცლველი რჩება.

კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების არსებობას კომისიის წევრები ადგენენ საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე. ამასთან, კომისია უფლებამოსილია ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე, რა დროსაც იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესებით იხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, ამ პუნქტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. გამონაკლისი შემთხვევით კი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები