კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაესტროს“ მმართველი კომპანიის თანამშრომლებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

9 იანვარი, 2012

„მაესტროს“ მმართველი კომპანიის ცნობით, სასამართლომ მათ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მიხეილ ზედგინიძესა და ვალერი გიპკაშვილს „უსაფუძვლო ბრალდებები 3 იანვარს წაუყენეს“.

„მაესტროს“ მმართველი კომპანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„2012 წლის 1 იანვარს მიხეილ ზედგინიძესა და ვალერი გიპკაშვილს თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები, რომელთაც „მაესტროს“ მართვის კომპანიის თანამშრომლების მიმართ გამოიყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. კომპანიის თანამშრომლები დააკავეს და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. 3 იანვარს მათ უსაფუძვლო ბრალდებები წარედგინათ, ხოლო 4 იანვარს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ დაპატიმრება. კომპანია პოლიციისა და სასამართლოს უკანონო ქმედების გამო პროტესტს გამოთქვამს და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, ჩაერთონ მოცემული საქმის მონიტორინგის პროცესში“, - ნათქვამია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის განცხადებაში.

შსს-მ 2 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამართალდამცველებმა 1 იანვარს ნუცუბიძის ქუჩის #93-ში მდებარე ტელეკომპანია „მაესტროს“ ეზოდან ავტომანქანის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების გატანის ფაქტი შენიშნეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა იმ მოტივით, შეიცავდა თუ არა აღნიშნული ქმედება დანაშაულის ნიშნებს, ავტომანქანის გაჩერება და გადამოწმება სცადეს. თუმცა, ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევის მიზნით პოლიციის ავტომანქანას დაეჯახა. პოლიციამ აღნიშნული ავტომანქანა დააკავა. მომხდარზე თბილისის მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები