კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ გაუარესდა

16 იანვარი, 2012

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2012“, რომელსაც ფონდი The Wall Street Journal–თან ერთად ადგენს, საქართველოს მდგომარეობა  2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4 პოზიციით გაუარესდა და 34-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2011 წელს საქართველო ამ რეიტინგში 29–ე პოზიციაზე იყო, 2010 წელს კი 26–ე პოზიცია ჰქონდა. 2012 წლის რეიტინგის 34–ე პოზიციის თანახმად, საქართველოს ჯამური ქულა 69,4 –ია. გასულ წელს ჯამური ქულა 70,4–ს შეადგენდა, იგივე ქულა ჰქონდა საქართველოს 2010 წელს, თუმცა 2011–ში ქვეყნის მდგომარეობა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მაინც გაუარესდა.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, 2011 წელთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ბიზნესის თავისუფლების, ფისკალური თავისუფლების, სამთავრობო დანახარჯებისა და შრომის თავისუფლების მიმართულებით გაუარესდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს საკუთრების უფლებებისა და კორუფციისაგან თავისუფლების მიმართულებით, თუმცა ამ უკანაკნელ მაჩვენებელში, 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი კვლევა  ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ათ კრიტერიუმს ემყარება, ესენია: ბიზნესის თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება, სამთავრობო დანახარჯები, მონეტარული თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება, საკუთრების უფლებები, კორუფციისაგან თავისუფლება, შრომის თავისუფლება.

„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ შეფასებით, ქვეყნებს, რომლებიც ამ კრიტერიუმების დაჯამების შედეგად 80 და მეტ ქულას დააგროვებენ,  „თავისუფალი ეკონომიკის“ სტატუსი ენიჭებათ. იმ ქვეყნებს, რომლებიც  70-დან 79,9 ქულა აქვთ, „ძირითადად თავისუფალი“ ეკონომიკის სტატუსი ენიჭებათ. 60-დან 69,9 ქულამდე დაგროვების შემთხვევაში  ქვეყნის ეკონომიკა „ზომიერად თავისუფალია.“ ქულების რაოდენობა თუ 60–ზე ნაკლებია,  ქვეყნის ეკონომიკას „ძირითადად არათავისუფლი“ სტატუსი აქვს. 50 ქულაზე დაბლა კი „დახურული“ ეკონომიკის სტატუსი მოქმედებს.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო „ზომიერად თავისუფალი ქვეყნების“ კატეგორიაში ჩამოქვეითდა.

აღნიშნულ ინდექსს 1995 წლიდან ადგენს “The Wall Street Journal”-ი და პოლიტიკის კვლევის წამყვანი ცენტრი ამერიკაში “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი”.  “ეკონომიკური თავისუფლების” მსოფლიო რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ინვესტიციების შემდგომი მოზიდვის კუთხით.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები