კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებთან დაკავშირებით რეგულაციები უახლოეს დღეებში ამოქმედდება

16 იანვარი, 2012

ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეების რეფერალთან დაკავშირებით რეგულაციები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

პარლამენტის მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში უახლოეს დღეებში შევა. ახალი რეგულაციით, შესაძლებელი იქნება მოსწავლის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა ან მის მიმართ სხვა ღონისძიებების გამოყენება, მისი სხვა სკოლაში გადაყვანა ან სკოლა-პანსიონში გაგზავნა.

ასეთი ღონისძიებები კანონის მიხედვით, „არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე“ უნდა განხორციელდეს ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი და ექსპერტთა საბჭოსათვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულდება 18 წელი.

ანტისოციალური ქცევა კი, კანონის მიხედვით, არის ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.

განსაკუთრებულ შემთხვევაში გადამისამართების მიზეზი შეიძლება გახდეს 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და რომლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, დადგებოდა ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები