კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს თურქეთზე ადრე ევროკავშირში გაწევრიანება გაუჭირდება“

17 იანვარი, 2012

ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერის, დოქტორ ოლივერ რაისნერის აზრით, „საქართველოს თურქეთზე ადრე ევროკავშირში გაწევრიანება გაუჭირდება“.

როგორც რაისნერმა „პირველს“ განუცხადა, „მანამდე საქართველოს შეუძლია, თავისთვის ევროკავშრში გაწევრიანების მსურველთათვის განსაზღვრული „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ შეასრულოს“.

„ეს პოლიტიკური შესაძლებლობების საკითხია. 10 წლის წინ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზეც არავინ საუბრობდა. ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. რაც მე დავინახე, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ძალიან დინამიურად განვითარდა. პირადად ჩემი აზრით, მანამდე, სანამ ევროკავშირში თურქეთს არ მიიღებენ, საქართველოსთვის გაწევრიანება რთული იქნება, რადგან თურქეთი უკვე დიდი ხანია, ასოცირებული წევრის სტატუსით სარგებლობს და ამ რეგიონში მასზე ადრე სხვა რომ გაწევრიანდეს, ვფიქრობ, ევროკავშირის მხრიდან არ გამოვა. საქართველოს კი შეუძლია, გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმების გათვალისწინებით კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოახდინოს, რათა თქვას: ჩვენ მზად ვართ!“ - განაცხადა რაისნერმა და იქვე დასძინა „საქმე კიდევ ისაა, რომ ამაზე ტელევიზიით, საზოგადოებასა და ოჯახებში დებატები ნაკლებია“.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები