კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ თხრიდა ჯაბა იოსელიანის საფლავს - აღიარება ბერლინიდან

17 იანვარი, 2012

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჯაბა იოსელიანის საფლავზე ჩადენილი ვანდალური აქტის ორგანიზატორისა და შემსრულებლის აღიარება.

საქართველოს მოქალაქე, ამჟამად ბერლინში მცხოვრები მიხეილ ჯაფარიძე  მომხდარის მოტივსა და მიზეზებზე საუბრობს.

ჯაფარიძის თქმით, მისი მიზანი საზოგადოების გამოღვიძება იყო და არა იოსელიანის საფლავიდან ამოთხრა. ის მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება მისცეს და კანონის შესაბამისად პასუხიც აგოს.

დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრა 2012 წლის 6 იანვარს სცადეს. მაშინ უცნობმა პირმა ჯაბა იოსელიანის საფლავის ქვაზე ე.წ. თბილისის ომის ამსახველი ფოტოები და ნიჩაბი დატოვა.

6 იანვარს დღისით პანთეონი დაკეტილი იყო. თუმცა, მომხდარი ფაქტი „პალიტრა ტვ“- ს პანთეონის დირექტორმა,  ბადრი ქუთათელაძემ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ამ წუთებში მათ მოსვლას ელოდება. მანამდე დირექტორი საფლავის ტერიტორიაზე  ჟურნალისტებს არ უშვებს.

მისი განმარტებით, „ჯაბა იოსელიანის საფლავთან მიწა მოჩიჩქნილი იყო და ზემოდან უცნაური ფოტოები ეწყო“. 

როგორც „პალიტრა ტვ“-ს კორესპონდენტი იუწყება, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან იმყოფებიან ჯაბა იოსელიანის ახლობლებიც.

ერთ-ერთი მათგანი შეეცადა ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ჩაკეტა, რაც დირექტორმა გააპროტესტა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარკებაც მოხდა. ჯაბა იოსელიანის ახლობელი პანთეონის დირექტორს ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავდა.

პალიტრა.ტვ

ახალი ამბები