კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაუმარჯოს ბიძინას!“ შეძახილის გამო პოლიციამ ათამდე ადამიანს სცემა

18 იანვარი, 2012

საჩხერის ცენტრში გამართული საახალწლო კონცერტზე: „გაუმარჯოს ბიძინას“ შეძახილის გამო, პოლიციამ ათამდე ადამიანს სცემა.

ინციდენტი 13 იანვარს ღამით, კონცერტის მსვლელობისას მოხდა.
 
სცენაზე მხარის გუბრენატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაყურებლებს საჩხერეში ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ესაუბრებოდნენ. მაყურებელთა ნაწილმა, ივანიშვილის მიერ შესრულებული სამუშაოების ხელისუფლებისთვის მიწერა ხმადაბალი შეძახილებით გააპროტესტა.

როგორც დაშავებულთა ინფორმაციაზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი წარმომადგენელი ყვება, შეძახილს რეაქცია სოდ-ის თანამშრომლებისაგან მოჰყვა. მათ შეძახილის ავტორები ხალხის მასიდან ხელკავით გამოიყვანეს და მოშორებით პოლიციის „პიკაპსა“ და ორ სხვა ავტომობილში მსხდომ პოლიციელებს გადასცეს. დაშავებულთა თქმით, პოლიციამ ისინი მანქანებში ცემით ჩაყარა და ზოგი მოშორებით, ჩაბნელებულ ადგილას, ზოგიც საჩხერის რკინიგზის სადგურისკენ გაიყვანეს, სადაც მინის ბოთლებით სცემეს.

დაშავებულთაგან მძიმედ ოთხი ადამიანია, მათგან ერთ–ერთს ფეხი აქვს მოტეხილი. მათი თქმით, პოლიციელებს შორის ადგილობრივებთან ერთად, ქუთაისიდან ჩამოყვანილებიც იყვნენ.
 
გადაუმოწმებელი  ინფორმაციით, საავადმყოფოს დახმარებისათვის მხოლოდ ორმა ადამიანმა მიმართა.
 
ნაცემთა შორის, ერთი არასრულწლოვანიცაა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აქვს.
 
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 16 იანვარს საჩხერეში იმყოფებოდნენ და თავად შეხვდნენ დაშავებულებს.

თავისუფალი სიტყვა

ახალი ამბები