კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კანონიერია თუ არა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

24 იანვარი, 2012

გია მეფარიშვილის აზრით, ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული

„რეზონანსი“

„როგორც გაირკვა, ბანკი „ქართუს“ ინსპექტირებისას ეროვნული ბანკისთვის გახდა ცნობილი იმ ადამიანების სიების არსებობა, ვისაც ივანიშვილი ეხმარებოდა ფინანსურად. შემდეგ როგორ მოხვდა ისინი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ჩემთვის ძალზე ძნელი წარმოსადგენია. არა მთლად ძნელი წარმოსადგენი არ არის. ასეთი ლუსტრაციის უკან აშკარად იკვეთება პოლიტიკური შეკვეთა, რამაც, სხვათა შორის, მიზანს ვერ მიაღწია“ - აცხადებს ექსპერტი, იურისტი გია მეფარიშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გია მეფარიშვილი: „თუმცა, საზოგადოება არ აღშფოთებულა და ივანიშვილისა და არც მის დახმარებაგაწეულთა მიმართ ზიზღი და მიუღებლობა არ დაფიქსირებულა. ეს მოსალოდნელი იყო და ვინც ასეთი შეკვეთა გასცა - არ ვიცი ვინ იყვნენ ისინი კონკრეტულად და ეს დასადგენია - აშკარად შეცდა. რაც მთავარია, უნდა მოგახსენოთ - ყოველივე ეს ეწინააღმდეგება კანონს, სახეზეა დანაშაული, რომლიც უნდა იქნას გამოძიებული და მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

მსოფლიოს იურისპრუდენციაშიც და ქართულ კანონმდებლობაშიც არსებობს ცნება -  პირადი ცხოვრების საიდუმლო. საბანკო საიდუმლოება კი ამის ერთ-ერთი შემადგენელი სეგმენტია. ნებისმიერ ადამიანს სრული უფლება აქვს, დაფარული იყოს ნებისმიერი მისი სახელფასო თუ სხვა სახის ანგარიშსწორება, თუ იგი ხორციელდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს უფლება გარანტირებული აქვს ყველა ფიზიკურ პირს საქართველოს კონსტიტუციით (მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი). პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა დასჯადად არის გამოცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეძღვნება მრავალი საერთაშორისო აქტი, მათ შორის - ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენცია. ის, რაც საქართველოში გაკეთდა, არის აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ასეთი ბარბაროსული იგნორირება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა ჩემთვის ცნობილი არ არის.

კლასიკური დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი რამ რომ მომხდარიყო, ეს იქნებოდა ძალზე სერიოზული პოლიტიკური და სოციალური მიწისძვრის საფუძველი! ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ყოველივე ეს შეუმჩნეველი დარჩა და ქართულმა საზოგადოებამ ასეთ ბარბაროსობას ყურადღება არ მიაქცია. მე მეშინია, რომ ასეთი ლუსტრირების ფაქტს თუ სამართლებრივი შეფასება არ მიეცა, მსგავსი შემთხვევა კიდევ განმეორდება და განმეორდება უფრო დაუნდობლად, თავხედურად... ძალზე მაინტერესებს, რატომ არ მიაქციეს ყურადღება ხელისუფლების მხრიდან განხორცილებულ ასეთ პიარ-აქციას ადამიანის უფლებათა დამცველმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა? საინტერესოა, დასავლეთის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მსგავსი რომ გამჟღავნებულიყო, რა მოუვიდოდა შესაბამის პირებს, ვისაც აკისრიათ ვალდებულება, არ გაამჟღავნოს ადამიანის პირადი საიდუმლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა და და ისიც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

ბანკი „ქართუ“ ვალდებული იყო, საბანკო მონიტორინგის ფარგლებში, ეროვნული ბანკისთვის მიეწოდებინა საბანკო გადარიცხვების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია. ასეთ დროს მოქალაქეების პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვის ვალდებულება გადადის ეროვნული ბანკის მესვეურებზე და მათთვის იგი არა მარტო ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოდ რჩება, არამედ სამოხელეო ვალდებულებადაც იქცევა. ეს სამართლებრივი აქსიომაა და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩემი აზრით, საქართველოს პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და შესაბამისი შემოწმება აუცილებლად უნდა ჩაატაროს. ჩემი ღრმა რწმენით, ცალკეულ თანამდებობის პირთა ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე (პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა) და 332-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) შემადგენლობა და ასეთი დანაშაული უნდა იქნას სამართლებრივად შეფასებული“.

„რეზონანსის“ შეკითხვას - თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ ეს ასე მოხდება? გია მეფარიშვილი პასუხობს: „თუ ასეთი რამ ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთდა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ შეკვეთის უკან აშკარად იკვეთება პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან. ეს კი დაუშვებელია, ძალზე საშიში და დამაფიქრებელი. მოდით, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ გამოძიების დაწყების უცილობელი საფუძველია“.

„ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები