კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

24 იანვარი, 2012

რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

საქართველოს მოქალაქეები ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო დააკავეს.

„22 იანვარს, 13:25 საათზე რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის რაიონის სოფელ დისევთან ახლოს, სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობისას სამხრეთ ოსეთიდან საქართველოში მიმავალი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. იმავე დღეს, 15:00 საათზე ლენინგორის რაიონის სოფელ წინაგარასთან ახლოს საქართველოდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული“, - განაცხადეს „მესაზღვრეების სამმართველოს“ პრესსამსახურში.

შემდგომი მოკვლევისთვის დაკავებულები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურს გადასცეს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები