კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრგვალი მაგიდა და დისკუსია საქართველოში „უსაფრთხო სკოლის“ საფრთხეებზე

მრგვალი მაგიდა და დისკუსია საქართველოში „უსაფრთხო სკოლის“ საფრთხეებზე

26 იანვარს, 18:00 საათზე  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი კონსტიტუციის 42-ე მუხლთან ერთად  მართავს მრგვალ მაგიდას თემაზე: „უსაფრთხო სკოლის“ საფრთხეები.

საზოგადოების ბუნებრივ ინტერესს იწვევს უსაფრთხო სკოლის პროგრამა, რომელსაც ამჟამად საქართველოს განათლების სამინსიტრო ახორციელებს. ბევრი სიახლე სკოლებში  სწრაფად ინერგება, მაგრამ საზოგადოება ნაკლებადაა ინფორმირებული ამ სიახლეებისა და მათი შედეგების შესახებ.

მრგვალი მაგიდის მიზანია ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის არსებული სიტუაციის უკეთ გაცნობა და აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის გამართვა.  

ძირითადი მომხსენებლები ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე და იურისტის თამარ გაბისონია იქნებიან. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს  თამარ მოსიაშვილი.

მრგვალი მაგიდა გაიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლის ოფისში, მისამართზე: შევჩენკოს ქუჩა №12 მე-5 სართული.

დასწრება თავისუფალია!
 
დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ შორენა ლათათიას +995 598  519 126  ან 
mediacentre.hrht@gmail.com