კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინდია უგრეხელიძის შეფასებით, პარლამენტმა ვენეციის კომისიის წინადადებების „ბოროტი ინტერპრეტაცია“ მოხდინა

27 იანვარი, 2012

ექსპერტი სამართლის საკითხებში მინდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო იმ რეკომენდაციების არსთან, რომელიც ევროსაბჭომ, მათ შორის ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს შესთავაზა. უგრეხელიძე ფიქრობს, რომ „ადგილი აქვს მათი მოსაზრებების ბოროტად ინტერპრეტირებას“.    

„პირადად მქონდა პატივი, ევროპის საბჭოს სისტემაში მემუშავა. ვენეციის კომისიას ძალიან ახლოს ვიცნობ და მისი ხელმძღვანელი ჩემი მეგობარია. კომისიის დელიკატური სტილი, რითაც ის ცალკეულ ქვეყნებს ესაუბრება, ზოგჯერ ბოროტად არის გაგებული და გამოყენებული. იმ ინტერპრეტაციას კი, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ჩაიდო, არაფერი აქვს საერთო იმ წინადადებების არსთან, რომელიც ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს შესთავაზა. ამასთან, ვენეციის კომისიას აქვს მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც ბოლომდე გათვალისწინებული არ არის და ასეთ პრაქტიკას ბოლო უნდა მოეღოს“, - განუცხადა „პირველს“ უგრეხელიძემ, რომლის შეფასებით, „პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.

ვენეციის კომისიას „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საკუთარ დასკვნას აწვდის საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი. 26 იანვარს ამ ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ლევან იზორიამ გააცნო.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები