კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიგა ბოკერია: „დიდ ფინანსებს დემოკრატიულ პროცესზე დისპროპორციულად დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს“

27 იანვარი, 2012

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ბევრ შეძლებულ ადამიანს გულისხმობს, თუმცა ამ გავლენის პროპორცია გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული“. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალ „ტაბულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს, ეს ნაწილია იმისა, რაც ყველა ჩამოყალიბებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება - რეგულირება იმისა, რომ დიდ ფინანსებს დემოკრატიულ და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დისპროპორციულად დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს და მეორეს მხრივ, ქვეყნის გარედან ფინანსური ნაკადების მეშვეობით ქვეყნის შიგნით დემოკრატიულ პროცესზე გავლენის მოხდენის ეფექტური ფილტრები უნდა არსებობდეს. პირველი აბსოლუტურად ლეგიტიმური ამოცანაა, ხოლო მეორე - სუვერენული უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ადამიანები, ისინი, ვისაც დიდი კაპიტალი აქვს, რამით უფრო საეჭვოები და ცუდები არიან. პირიქით, ქვეყნის ეკონომიკური წარმატება ბევრ შეძლებულ ადამიანს გულისხმობს, თუმცა ხაზს ვუსვამ, პროპორცია ამ გავლენისა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. წარმატებულ ადამიანებს შეიძლება, უფრო მეტი გავლენა ჰქონდეთ, ისინი ხომ სხვებთან შედარებით, უფრო წარმატებულები არიან, მაგრამ ეს არ შეიძლება, ქვეყანაში მონოპოლიზაციის ან პოლიტიკური კორუფციის შეუზღუდავი მოედანი იყოს. ეს კანონი ამ მიმართულებით ლიბერალურ-დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კონკრეტული პერსონის გამოჩენას დაემთხვა, ასე ხშირად ხდება ხოლმე, ისევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ კანონმდებლობაში არსებული ხვრელების ბოროტად გამოყენების მცდელობები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გამჭვირვალე დეკლარირებასთან გვქონდა საქმე და აქ შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკი უადგილოა. საუბარია იმაზე, რაც ითქვა, რაც გაკეთდა და რისი განზრახულობაც ძალიან მკაფიოდ დადასტურდა. ქვეყნის პრივატიზება არ უნდა მოხდეს. თუ ვინმე ცდილობს, ხვრელები, რომელიც ქვეყანაში ლეგიტიმურ რეგულაციებთან მიმართებაში არსებობს, გამოიყენოს, საკანონმდებლო ორგანო რეაგირებას მოახდენს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. ამ რეგულაციების დახვეწის პროცესი აქამდეც მიდიოდა, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით“, - განაცხადა ბოკერიამ.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები