კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთში გაუჩინარებული მღვდელმონაზონის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

30 იანვარი, 2012

მღვდელმონაზონ იონას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. როგორც „პირველს“ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, საპატრიარქო მის ხელთ არსებული მწირი შესაძლებლობებით ცდილობს, მღვდელმონაზონის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს. თუმცა, ჯერჯერობით სიახლე არ არის.

მისივე ინფორმაციით, მღვდელმონაზონი იონა ოკუპირებილ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში, მანამდეც არაერთხელ ჩასულა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, გალის რაიონს გასცდა, რის გამოც პრობლემები შეექმნა.

შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარი მღვდელმსახური იონა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. მღვდელმონაზონის ნათესავის ზაალ მაისურაძის ცნობით, მათ „აფხაზეთიდან დაუკავშირდნენ და იონას გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოითხოვეს“. მისივე ცნობით, მღვდელმონაზონი აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის მოსანახულებლად იყო ჩასული.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები