კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის პროკურორი მოქალაქეს არ იღებს

31 იანვარი, 2012

მოქალაქე ლელა აბესაძე რამდენიმე თვეა, აჭარის პროკურატურის პროკურორთან შეხვედრას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ უწყებაში მოქალაქეთა მიღების საათები არსებობს, შეხვედრა აქამდე არ შედგა. 

როგორც აბესაძე აცხადებს, პროკურორთან შეხვედრაზე უარს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან: „ჩემი საქმე აჭარის პროკურატურას გასული წლის სექტემბრის ბოლოს გადმოეცა. პროკურორ ღონღაძესთან არის საქმე. როდესაც მოვიკითხე, რა ეტაპზეა საქმე, ღონღაძემ კოორდინატორთან გადამამისამართა. შემდეგ მოქალაქეთა მიღების მიხედვით ჩავეწერე აჭარის პროკურატურის პროკურორთან, გოჩა ფარულავასთან, მაგრამ დღემდე არ მიმიღეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე მითითებულ აჭარის პროკურატურის საკონტაქრო ნომერზე - (+995 32) 405 613 დაკავშირება სცადა. თუმცა, ნომერი დღის განმავლობაში მუდამ დაკავებულია.

მოქალაქე ლელა აბესაძის საქმე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის დაცვის სამსახურის უფროსის, ვახტანგ კაზაზიშვილის მიერ მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ეხება.

როგორც აბესაძე ამბობს, ფაქტი 2011 წლის 21 აგვისტოს აჭარის მთავრობის შენობაში, კაზაზიშვილის კაბინეტში მოხდა: „ყვიროდა და მეუბნებოდა, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი. თან ჩემკენ მოიწევდა, მე შემეშინდა და ფანჯრისკენ წავედი. ის მუხლებზე, ბარძაყებზე მირტყამდა გამეტებით. მისმა მძღოლმა შემოიხედა. მას უთხრა, ეს ახლა ტყეში უნდა გაიყვანო და ხეზე დააბაო. ამ სიტყვების გაგონებაზე თავზარი დამეცა“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები