კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოქვეყნდა ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკის მონიტორინგის შედეგები

31 იანვარი, 2012

„მედიის განვითარების ფონდმა“ 2011 წლის შემოდგომაზე განხორციელებული მედია-მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, 2011 წლის აპრილთან შედარებით, 2011 წლის შემოდგომაზე გაიზარდა დამთხვევების წილი საზოგადოებრივ მაუწყებელს, „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ და მეორეს მხრივ, ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და კავკასიას“ საინფორმაციო გამოშვებების შინაარსს შორის.

სატელევიზიო მედიის კონტენტთან დაკავშირებით დასკვნა დავით აფრასიძემ მოამზადა. კვლევის თანახმად, 2011 წლის აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით ერთმანეთს შეადარეს ხუთი სატელევიზიო არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები გაშუქებული თემატიკის მიხედვით. კვლევა ეყრდნობოდა დაშვებას, რომ თემატური თანხვედრა უფრო მოსალოდნელი იყო, ერთი მხრივ, სამ ცენტრალურ არხს (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) და, მეორე მხრივ, „კავკასიასა“ და „მაესტროს“ შორის.

კვლევის შედეგებით გამოჩნდა. რომ სამი არხის (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) წამყვანი საინფორმაციო სამსახურების მიერ გაშუქებულ თემებში უფრო მეტი იყო საერთო თემები, ვიდრე „კავკასიისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყვილის, ან თუნდაც „კავკასიისა“ და „მაესტროს“ წყვილის შემთხვევაში.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გასაანალიზებელი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში დამთხვევა 50 პროცენტსაც კი აღემატებოდა, დამთხვევების საშუალო მაჩვენებელი სამი ნაციონალური არხის შემთხვევაში 33 პროცენტს არ აჭარბებდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ „მაესტროსა“ და „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვებები კიდევ უფრო განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან და, ცალკეული შემთხვევების გარდა, დამთხვევა 26 პროცენტს არ აღემატებოდა.

„მოგვიანებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ანალოგიური მეთოდოლოგიით შედარება გაგვემეორებინა 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებზე დაყრდნობით. საინტერესოა, რომ განსხვავებით 2011 წლის აპრილისაგან, როცა არ მიმდინარეობდა პოლიტიკურად თუ  სხვაგვარად მნიშვნელოვანი ისეთი მოვლენები, რაც გაზომვის შედეგებზე მოახდენდა გავლენას, 2011 წლის ოქტომბერში მოვლენების ცენტრში მოექცა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე. ასევე, საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. ამდენად, საინტერესოა, ვნახოთ, იქონია თუ არა ამ მოვლენებმა რაიმე გავლენა სატელევიზიო არხების მიერ გაშუქებულ თემებზე.

პირველი ანალიზის მსგავსად, კვლევა არ ისახავს მიზნად, ახსნას აღმოჩენილი მსგავსებები და/ან განსხვავებები. მიზეზების დადგენა უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.

2011 წლის ოქტომბერში შემთხვევით შერჩევის პრინციპით შერჩეული სამი დღის ანალიზი აჩვენებს, რომ თემატური დამთხვევები ყველა არხს შორის ძირითადად ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, მიწისძვრა თურქეთში, ლიბიის კრიზისი, ახალი მინისტრის დანიშვნა. ორი არხი (მაესტრო, კავკასია), ზოგადად უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის აქტივობებს, საპროტესტო აქციებსა და მიმართვებს, ხოლო სამი არხი - სამთავრობო საქმიანობასა და კრიმინალს“, - აღნიშნულია დასკვნაში.

კვლევამ აჩვენა, რომ სამი არხის (საზ. მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი) წამყვანი საინფორმაციო სამსახურების მიერ გაშუქებულ თემებში უფრო მეტია საერთო თემები, ვიდრე „კავკასიისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის წყვილის, ან თუნდაც „კავკასიისა“ და „მაესტროს“ წყვილის შემთხვევაში.

დეტალური ანგარიში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან ან იხილოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე www.mdfgeorgia.ge

მონიტორინგი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, „მედიის განვითარების ფონდის“ პროექტის „მედია მონიტორინგი - პროფესიული და ანგარიშვალდებული მედიის განვითარებისთვის“ ფარგლებში.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები