კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული კახი ღვინიაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს

31 იანვარი, 2012

სიღნაღის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი კახი ღვინიაშვილი, რომელსაც პროკურატურა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს, 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის პირობით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კახი ღვინიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ.

„კახი ღვინიაშვილი არის ავად. მას აქვს ინფარქტის წინა ნიშნები, მისი მდგომარეობა შესაძლოა, გაუარესდეს და მძიმე შედეგი დადგეს. ამიტომ, ვშუამდგომლობ, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შუამდგომლობას კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ილია ჯანგულაშვილიც დაეთანხმა. პროკურორის თქმით, საქმეზე მოწმეები უკვე დაკითხულები არიან და კახი ღვინიაშვილის გათავისუფლება გამოძიებას ხელს არ შეუშლის.

მოსამართლემ კახი ღვინიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ღვინიაშვილმა ეს თანხა 3 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ვრცლად

ახალი ამბები