კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომერციული ბანკების დამოკიდებულება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უცვლელი რჩება

1 თებერვალი, 2012

კომერციული ბანკების დამოკიდებულება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უცვლელი რჩება. „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

დოკუმენტის მიხედვით, ბანკებს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან იგივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, რაც გასულ წელს. 2011 წელს ასეთ პირებთან ბანკების ურთიერთობის დეტალიზაცია 2010 წლის 27 მაისის ბრძანებით მოხდა.

ახალი დებულების მიხედვითაც, ისევე როგორც ძველის თანახმად, 2012 წელსაც კომერციული ბანკები ვალდებულები არიან გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.

„თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი“, - ნათქვამია ბრძანების მეშვიდე მუხლში.

ბრძანების მიხედვით, ბანკს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები