კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მემორანდუმზე ხელმოწერის ვადა ამოიწურა

1 თებერვალი, 2012

მედიაგაერთიანების „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ მიერ შემუშავებულ მემორანდუმზე ხელმოწერის ვადა ამოიწურა.

ახალ მედიაგაერთიანებაში ამ დროისთვის 31 მედიასაშუალება გაერთიანდა: „ალია ჰოლდინგი“, გაზეთი „რეზონანსი“, რადიო „ობიექტივი“, „მედიაპალიტრა“, რადიოკომპანია „საქართველოს ხმა“, ტელეკომპანია „საქართველოს ხმა“, გაზეთი „ვერსია“, ინტერნეტგამოცემა Presage.tv, ჟურნალი „ღია ბოქლომი“, გაზეთი „ბანკები და ფინანსები“, სააგენტო „მესენჯერი“, რადიო „მაესტრო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, მედიაკორპორაცია „ასავალ-დასავალი“, გაზეთი „ბორჯომი“, ჟურნალი „ქვაკუთხედი“, გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ – „გლობალ TV“, გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, საინფორმაციო სააგენტო „ივერიონი“, ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“, გაზეთი „დღეს და ხვალ“, სააგენტო „თბილისი“, სტუდია GNS, ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, „იგრიკა – მე-9 არხი“, გაზეთი „რუსთავის ამბები“, გაზეთი „ლანჩხუთი +“, „გურიანიუსი“, გაზეთი „ქართული სიტყვა“.

როგორც მედიაგაერთიანების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა განაცხადა, მედიაგაერთიანებაში გაწევრიანების მსურველ მედიასაშუალებებს მომავალშიც ელოდებიან, თუმცა ამიერიდან მედიაგაერთიანებაში გაწევრიანება მხოლოდ ყველა წევრის თანხმობისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

"მედიაგაერთიანების მთავარი ამოცანაა, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს. მედიაგაერთიანებაში უკვე გაერთიანდა 30-ზე მეტი მედიასაშუალება. კიდევ ვიცით რამდენიმე, ვისაც გაერთიანების სურვილი აქვს, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო, დღეს ისინი ვერ მოვიდნენ და რამდენიმე დღეში შემოგვიერთდებიან", - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.

მედიაგაერთიანების მემორანდუმის თანახმად, მასზე ხელმომწერი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ მედიაგაერთიანების ერთ-ერთ წევრ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღქმული იქნება ყველაზე თავდასხმად, რის შემდეგაც მედიაგაერთიანება ერთობლივად იმოქმედებს და დაგეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს. მათ შორის იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსისთვის სპეციალური მიმართვების გაგზავნა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები