კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველომ ფიჯის 200 ნეთბუქი გადასცა საჩუქრად

2 თებერვალი, 2012

საქართველოს განათლების სამინისტრომ დაადაასტურა, რომ ფიჯის რესპუბლიკას 200 ნეთბუქი გადასცა საჩუქრად.

1 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ „ალგორითმის“ ქარხანაში წარმოებული ნეთბუქები მიმდინარე კვირას სამინისტროს დელეგაციამ ფიჯის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს ჩაიტანა.

ამავე განცხადების თანახმად, დელეგაციამ საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროებში შეხვედრები გამართა. სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ფიჯის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს „დროული საჩუქრისთვის“, რადგანაც ფიჯი წელს განათლების სისტემის რეფორმის დაწყებას გეგმავს.

ფიჯისთვის კომპიუტერების გადაცემის თაობაზე საქართველოს გეგმები პირველად 2011 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს სტუმრობდა.

იმავდროულად,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 1 თებერვალს ფიჯის ეწვია. ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ ორი მხარე შეთანხმდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზე დაიწყებენ მუშაობას, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 30 იანვარს  განაცხადა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ფიჯი გაუძლებს „ცდუნებას ან ზეწოლას“ რუსეთის მხრიდან და არ აღიარებს სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

რადიო New Zealand International იტყობინებოდა 31 იანვარს, რომ როგორც მოსალოდნელია, ფიჯის ვანუატუს დელეგაციაც ესტუმრება, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად. ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, თუმცა 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია;  შემდეგ კი ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა, ივნისის ბოლოს ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას  დაუჭირეს მხარი. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა, განცხადება, რომელიც აფხაზეთის აღიარებას ადასტურებს, კვლავ არის გამოქვეყნებული ვანუატუს მთავრობის ვებგვერდზე.

2010 წელს საქართველომ წყნარი ოკეანის კიდევ ერთ კუნძულოვან სახელმწიფოს, ტუვალუს დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარი გამოუყო; ერთი წლის შემდეგ ტუვალუმ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

 

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები