კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო აშშ–ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ანგარიშში

2 თებერვალი, 2012

კავკასიაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები ევრაზიის „ყველაზე სავარაუდო ცხელ წერტილებს“ შორის რჩება, ნათქვამია ანგარიშში,რომელსაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ყოველწლიურად წარუდგენს კონგრესს და რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეების შეფასებას მოიცავს.
 
„დაძაბულობის გარკვეული წილი გამომდინარეობს მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ოკუპაციიდან და [ამ რეგიონებში რუსეთის] სამხედრო ყოფნიდან, ასევე [რუსეთის მხრიდან ამ რეგიონებთან] პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებიდან“, - ნათქვამია მოხსენებაში.
 
„თბილისმა რუსეთი საქართველოში 2010 და 2011 წლებში განხორციელებულ მთელ რიგ აფეთქებებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა, ხოლო კრემლი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკურ ჯგუფებთან საქართველოს კავშირებს უყურებს ეჭვის თვალით“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი კონსტიტუცია „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ–მინისტრის თანამდებობას გააძლიერებს, რაც ზოგიერთებს იმის მოლოდინს უჩენს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა პრემიერ–მინისტრის რანგში ხელისუფლებაში დარჩენას ეცადოს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები