კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმი თბილისის ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აკრიტიკებს

2 თებერვალი, 2012

სოხუმმა განაცხადა, რომ ის „სერიოზულადაა შეშფოთებული“ იმ ინფორმაციის გამო, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ აღიარა სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები რომლებიც თბილისმა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის შემოიღო.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთთან ჩართულობის ხელშეწყობის თაობაზე დეკლარირებული მიზნის ნაცვლად, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები ფაქტიურად „აფხაზეთის იზოლაციას“ იწვევს.

25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა  „რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკას, ლიტვას“,  რომელთაც „უკვე განაცხადეს თანხმობა ამ დოკუმენტის აღიარებაზე“. ეს დოკუმენტი თბილისმა გასული წლის ბოლოს სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიმუშავა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 2011 წლის ნოემბრიდან, დაახლოებით, 50 ნეიტრალური დოკუმენტი გაიცა.

„დღეს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსული პასპორტები და ასევე საზღვარგარეთის აფხაზური პასპორტები აქვთ, რომლებიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება. თუმცა, საქართველოს და მისი მოკავშირეების ინიციატივით, ბოლო დროს გახშირდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გაცემულ რუსულ საზღვარგარეთის პასპორტებში შენგენის ვიზების ჩარტყმაზე უარის თქმის პრაქტიკა“, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

„ასეთი გზით თბილისი იმედოვნებს, რომ აიძულებს აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოს „ნეიტრალური პასპორტები“ მოითხოვონ და აქტიურად არწმუნებს მსოფლიო თანამეგობრობას ამ იდეის პერსპექტიულობაში. თუმცა, ეს თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთი მითია. თუმცა, თავად ამ დოკუმენტების „ნეიტრალობაც“  მითია: გრაფაში „ქვეყნის კოდი“ მითითებულია „საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა აშკარად ცდილობს ხელი შეუშალოს აფხაზეთის საერთაშორისო ურთიერთობებს. მსოფლიოსთვის ღია აფხაზეთი – ეს „რუსეთის ოკუპაციის“, „ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების“, „ეთნიკური წმენდის“, „აფხაზეთში დემოკრატიის არარსებობის“ თაობაზე თბილისის მითების საუკეთესო უარყოფაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ თბილისის ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარება, „აფხაზეთის მკვიდრთა ლეგიტიმური დოკუმენტების იგნორირების ფონზე კვალიფიცირებული იქნება, როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა დისკრიმინაცია და აფხაზეთის ხალხის იზოლაციის კიდევ ერთ მცდელობად ჩაითვლება“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები