კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგი

3 თებერვალი, 2012
კანონმდებლობა და პრაქტიკული გამოყენება

პროექტის მიმოხილვა

ანგარიშში აღწერილია საქართველოში შეკრების თავისუფლების პრაქტიკული განხორცილების მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი ჩაატარა „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ პროექტის „საქართველოში უფლებადამცველების უნარების განვითარება შეკრების თავისუფლების მონიტორინგის შესახებ“ ფარგლებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა OSCE/ODIHR და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა უფლებადამცველებს განევითარებინათ საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის უნარებ-ჩვევები. პროექტის განხოციელებაში მონაწილეობას იღებდნენ უჩა ნანუაშვილი და ბაქარ ჯიქია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თანამშრომლები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელი ომერ ფიშერი.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ღია კონკურსით შეირჩა შეკრების 25 მონიტორი. პროექტის მონაწილეთა გუნდმა ჩაატარა შესარჩევი პროცედურები გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით. მონიტორების 25კაციან გუნდში 20 ქალბატონი შეირჩა.

მონიტორების ტრენინგი ეუთოს, ევროსაბჭოს და ადამიანის უფლებათა ცენტრის ექსპერტებმა ჩაატარეს: ბ-ნ ნილ იარმენი (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეკრების თავისუფლების ექსპერტთა პანელის წევრი), ბ-ნი ჯეიმს სვინი, და ბ-ნი უჩა ნანუაშვილი. ტრენინგ კურსის თეორიული ნაწილი მოიცავდა შეკრების თავისუფლების შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვას. ტრენინგის კურსში ასევე შედიოდა მონიტორინგის ტექნიკური და პრაქტიკული ასპექტები. ტრენინგის დროს შეიმუშავეს ქცევის კოდექსი და ყველა მონიტორს დაურიგდა საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნები, სადაც მითითებული იყო მათი სახელი და სტატუსი.

პროექტის აქტივობებში ასევე შედიოდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სახელმძღვანელო პრინციპების ქართულ ენაზე თარგმნა, რომელიც განხორციელდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დახმარებით და დაურიგდათ მონიტორებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მადლობას უხდის ბ-ნ ომერ ფიშერს, ბ-ნ ნილ იარმენს, ბ-ნ ჯეიმს სვინს გაწეული დახმარებისათვის, რჩევებისათვის და ტრენინგის, მონიტორინგისა და ანგარიშის მოსამზადებელი ეტაპების მეთვალყურეობისათვის. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მადლობას უხდის ქ-ნ ირინა ფუტკარაძეს, ქ-ნ თამთა მიქელაძეს, ბ-ნ მურმან პატარაიას, ექსპერტთა ჯგუფის წევრებს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობდნენ რეკომენდაციებზე და გვეხმარებოდნენ ანგარიშის მომზადების პროცესში და გვიგზავნიდნენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვას. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე მადლობას უხდის თბილისის მერიას სტატისტიკური მონაცემების მოწოდებისათვის.

ახალი ამბები