კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად თამარ კორძაია დაინიშნა

7 თებერვალი, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია დაინიშნა. მდივნის პოსტზე კი კვლავ დავით კლდიაშვილი დარჩა. ეს გადაწყვეტილება ქარტიის საბჭომ 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს თავმჯდომარის,ზვიად ქორიძის თქმით, ამ ვაკანსიაზე მხოლოდ შვიდი განაცხადი შევიდა, საიდანაც ჯერ სამი კანდიდატი შეარჩიეს, საბოლოოდ კი უპირატესობა თამარ კორძაიას მიანიჭეს.

„საბჭომ მიიჩნია, რომ მას ყველაზე უკეთ აქვს გააზრებული ის გამოწვევები, რაც ქარტიის წინაშეა. გარდა ამისა, სამართლებრივ ცოდნასთან ერთად ძალიან კარგად არის ჩახედული ქართულ მედიაში და მას აქვს დიდი ნდობა ჟურნალისტებს შორის“, - განაცხადა media.ge-სთან საუბრისას ზვიად ქორიძემ.

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით 17 თებერვალს პრესკონფერენციას მართავს. თამარ კორძაიამაც აღნიშნა, რომ ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ 17 თებერვალს გააკეთებს.

ქარტიის წესდების თანახმად, აღმასრულებელი დირექტორი აირჩევა ერთი წლის ვადით, კონკურსის წესით. თუმცა, საბჭოს  გადაწყვეტილებით, უფლებამოსილების ვადა შეიძლება კიდევ ერთი წლით გაუგრძელდეს .

აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს ქარტიას მესამე პირებთან, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ბანკებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. საბჭოს მიერ დადგენილი წესით განკარგავს ქარტიის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას. ის ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს; დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ქარტიის სახელით; საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებსა და ქარტიის თანამშრომლებს.

აღმასრულებელ დირექტორთან იდება შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერს ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

www.media.ge

ახალი ამბები